რატომ არის ჩემი ფოტო ჩამოჭრილი ან რატომ აქვს გვერდებზე თეთრი ზოლები?
თქვენი ფოტო ჩამოჭრილია, რადგან ორიგინალი (გადაღებული) ფოტოს გვერდების პროპორციები არ ემთხვევა შერჩეული დასაბეჭდი ფოტოს გვერდების ზომის პროპორციებს.
აი რა უნდა იცოდეთ
თუ თქვენ ბეჭდავთ ფოტო ქარალდზე რომლის ზომებიც არის:
ზომები (სმ)
10×15
13×18
20×30
30×40
ზომების (პიქსელებში px)
1205×1795
1500×2102
2398×3602
3614×4972
გადაღებისას (რითიც იღებთ) უნდა დააფიქსიროთ გვერდების პროპორციები:
ზომები (სმ)
10×15
13×18
20×30
30×40
გვერდების პროპორციები
2:3
3:4
2:3
3:4
ამ შემთხვევაში დაბეჭდვის შემდეგ არ ექნება თეთრი ზოლები გვერდებზე და არ ჩამოიჭრება არანაერი ფრაგმენტები. (იხილეთორიგინალი ფოტო. სურათი N1)
რა ხდეაბა თუ გადაღებულია 3:4 პროპორციაზე და გვინდა დავბეჭდოთ მაგალითად 10x15 ზომის სურათი?
ამ შემთხვევაში არის 2 ვარიანტი:
1. დაიბეჭდება სურათი 10×15 ზომაზე გვერდებზე თეთრი ზოლების გარეშე, მაგრამ დაბეჭდილ ფოტოს გვერდებზე გარკვეული ფრაგმენტები ჩამოჭრილი ექნება და არ გამოჩნდება. (იხილეთ სურათი N2)
2. დაიბეჭდება სურათი მთლიანად და გამოჩნდება ყველა ფრაგმენტი, მხოლოდ გვერდებზე ექნება თეთრი ზოლები. (იხილეთსურათი N3)
მიუხედავდ იმისა რა პროპორციეიბით გაქვთ სურათები გადაღებული, ჩვენ დაგიბეჭდავთ ფოტოებს ოპტიმალურად ლამაზად 😊