- შემიძლია თუ არა რეგისტრაციის გარეშე შეკვეთა?
დიახ შეგიძლიათ: გამოაგზავნეთ სურათები კომპანიის მეილზე fastprint2022@gmail.com , მეილშივე მიუთითეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
2. რა გავაკეთო თუ რაღაც მიზეზის გამო ვერ ვტვირთავ სურათებს საიტიდან?
გამოაგზავნეთ სურათები კომპანიის მეილზე fastprint2022@gmail.com , მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ჩვენ დაგიკავშირდებთ და მივიღებთ სატელეფონო შეკვეთას.
3. საქართველოს ყველა რეგიონში აგზავნით სურათებს?
დიახ, საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში შეგიძლიათ მიიღოთ 2-5 დღეში
4. შემიძლია თუ არა სურათები შეუკვეთო მე და გაუგზავნო სხვას, სხვა მისამართხზე?
დიახ შეგიძლიათ, ამისთვის შეკვეთის გაფორმებისას უნდა მოუნიშნოთ მიწოდების სხვა მისამართი და რა მისამართსაც მიუთითებთ ჩვენი კურიერები იქ მიიტანენ თქვენს სურათებს.
5. შემიძლია თუ არა გადახდა ბარათით?
ამჟამად გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გადარიცხვით ან კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით. მალე დაემატება ბარათით გადახდაც
6. სად შემიძლია ნახვა ჩემს მიერ ატვირთული სურათების?
ატვირტული სურათების ნახვა შეგიძლიათ თქვენს პირად კაბინეტში, დააწკაპეთ შეკვეთის ნომერს. (გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პირადი კაბინეტიდან სურათები დროის გარკვეულ პერიოდში იშლება და მის ნახვას ვერ შეძლებთ)
7. სად ვნახო ჩემი შეკვეთა რა ეტაპზეა?
შეგიძლიათ ნახოთ პირად კაბინეტში – სტატუსებში
8. რატომ აქვს ჩემს სურათებს გვერდებში თეთრი ზოლი?
იმიტომ აქვს თეთრი ზოლი, რომ გადაღებისას ფოტოს პროპორციები არ ემთხვევა შერჩეული ბეჭდვის ფორმატის პროპორციებს და თეთრი ზოლის გარეშე დაბეჭდვისას სურათზე გამოსახულების გარკვეული ფრაგმენტები ჩამოიჭრებოდა.
მომხმარებლები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას კამერის პარამეტრემს და იღებენ ყველაფერს ავტომატურ რეჟიმზე. ეს არ არის სწორი!
ბეჭდვის პროპორციები არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, ისინი მკაცრად განსაზღვრულია ფორმატით.
ამიტომ თუ თქვენ გეგმავთ ფოტოების დაბეჭდვას, მაშინ უნდა დააყენოთ თქვენი კამერის პარამეტრები ისე რომ სურათის გადაღების და ბეჭდვის ფორმატები დაემთხვეს.
ასე მაგალითად :
10х15, 20х30, ფორმატებისთვის – გადაღების დროს ფოტოაპარატზე ვაფიქსირებთ გვერდების სტანდარტს 2:3 (ან 3:2).
13×18, 30х40 ფორმატებისთვის – გადაღების დროს ფოტოაპარატზე ვაფიქსირებთ გვერდების სტანდარტს 3:4 (ან 4:3) რეჟიმს.
მაგრამ რა ვქნათ თუკი თქვენ უკვე გაქვთ ფოტოები გარკვეული პროპორციებით გადაღებული და გესაჭიროებათ სხვა პროპორციებით ბეჭდვა?
ამისთვის მზად უნდა იყოთ რომ ბეჭდვის დროს ზოგიერთ თქვენს ფოტოს გვერდებზე ექნება თეთრი ზოლი ან სურათზე გარკვეული ფრაგმენტები ჩამოიჭრება.
რეკომენდაცია: გთხოვთ გადაღების დროს ადამიანის (ობიექტის) ირგვლივ დატოვოთ სივრცე, რადგან ბეჭდვის დროს არ ჩამოიჭრას ადამიანის (ობიექტის) გარკვეული ფრაგმენტები.
თუ ყველა პარამეტრი თავიდანვე არ არის ზუსტად დაფიქსირებული მაშინ ბეჭდვის დროს 1 ან 2 მილიმეტრი ყოველთვის ეჭრება
ჩვენი კომპანია ყველანაირად ცდილობს რომ ფოტოზე არ იყოს ფრაგმენტები ჩამოჭრილი, ამისათვის ხშირად გვიწევს უკვე დაბეჭდილი ფოტოების გადაბჭდვა თავიდან ჩვენი ხარჯებით, მაგრამ გვერდებზე ექნება თეთრი ზოლი.